ახალშობილის რეგისტრაცია

გესტაციური სუროგაცია საქართველოში კანონით დაშვებულია 1997 წლიდან. იმისთვის რომ ისარგებლოთ „საერთაშორისო სუროგაციის და დონაციის სააგენტო" - ს მომსახურებით სავალდებულო არ არის იმყოფებოდეთ ოფიციალურ ქორწინებაში. სუროგაციის და დონაციის  პროგრამისთვის საკმარისია იყოთ  წყვილის.

ბავშვის რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი:

• მშობლების პასპორტები  (ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
• ნოტარიული ხელშეკრულება  (წყვილსა და სუროგატ დედასთან/ ან წყვილსა და სუროგატ დედასთან /კვერცხუჯრედის დონორთან)
• ცნობა კლინიკიდან ემბრიონის გადატანის შესახებ
• სააგენტოს  თანამშრომელზე გაცემული მინდობილობა პოტენციური მშობლების მიერ (არსებობის შემთხვევაში)
ზემოთ აღნიშნული საბუთების წარდგენის შემდეგ დაახლოებით 5 სამუშაო დღეში სამოქალაქო რეესტრის მიერ გაიცემა ახალშობილის დაბადების მოწმობა, სადაც მშობლების გრაფაში მითითებული იქნება  გენეტიკური მშობლები და არსად იქნება ნახსენები სუროგატი დედა ან კვერცხუჯრედის დონორი.


ახალშობილის სამგზავრო დოკუმენტი

ახალშობილის  დაბადების მოწმობის აღების შემდეგ (დაბადების მოწმობა არის ნათარგმნი და აპოსტილირებული)  წყვილს დავეხმარებით საკონსულოსთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებაში. ყველა საკონსულოს აქვს ინდივიდუალური მოთხოვნები და ვადებით (ამ ინფორმაციაზე წვდომა აქვთ მხოლოდ არსებული ქვეყნის მოქალაქეებს) შესაბამისად ზემო არნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით  წყვილი თავად მიმართავს საკონსულოს.