სუროგაცია საქართველოში

 

·        სუროგაცია საქართველოში

20-ე საუკუნის ბოლო ათწლეულიდან მოყოლებული დღემდე, უნიკალურ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ბავშვის დაბადება, უშვილობა, ჩასახვა, განაყოფიერება წარმოადგენს არა სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერიმენტული კვლევების ობიექტს, არამედ  ტექნოლოგიისა და რეპროდუქციული ბიზნესის ყველაზე მოთხოვნად მიმართულებას. საზოგადოებაში გაჩნდა ახალი ტერმინები: „უშვილობის თერაპია“, „ჩასახვის ტექნოლოგია“, „ხელოვნური განაყოფიერება“, „სუროგაცია“, „დონაცია“. მსოფლიოს წამყვანი ექიმების გვერდით ყოველთვის წარმატებით დგანან ქართველი მედიკოსები და ცდილობენ საქართველოში ერთ-ერთმა პირველებმა დანერგონ თანამედროვე მედიცინის მიღწევები. ასეთი წარმატებით დაინერგა საქართველოში სუროგაცია და დონაცია,  როგორც ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთი ფორმა, რომლის სამართლებლივი ბაზა უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ და 1997 წლიდან საკანონმდებლო ნორმებით რეგულირდება. ამ ფაქტმა საშუალება მისცა ქართველ და უცხოელ უშვილო წყვილებს ეზიარნონ შვილების ყოლის ბედნიერებას! განიცადონ ნაზი და სათუთი გრძნობა, რასაც შვილის დაბადება ქვია, რამეთუ ყველა ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება!

 

ჩვენმა კომპანიამ სრულყოფილებად აქცია ეს სფერო. ამის დასტურია კომპანიაში ქართველი და უცხოელი წყვილების სიმრავლე. მათ ზუსტად იციან, რომ „საერთაშორისო სუროგაციისა და დონაციის სააგენტო“ აუცილებლად დაეხმარება, შეუქმნის მათ ყველაზე კომფორტულ გარემოს ყველა მიმართულებით, და რომ მათი ოჯახის წევრების რაოდენობა რამდენიმე თვეში აუცილებლად გაიზრდება!

 

სუროგატული დედობა - არის პროცესი, როდესაც ორსულობას ახორციელებს არა მომავალი დედა, არამედ სუროგატი დედა.

სუროგატი დედის გამოყენების საჭიროება დგება რიგ შემთხვევებში:

             მრავალჯერადი შეწყვეტილი ორსულობა;

             მრავალჯერადი უშედეგი ინ ვიტრო განაყოფიერების მცდელობა;

             საშვილოსნოს ანომალიები;

             ორსულობასთან შეუთავსებელი დაავადებები

 


სუროგატი დედის გამოკვლევები

•    რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია           
•    ულტრაბგერითი გამოკვლევა               
•    ნაცხის ანალიზი ბაქტერიოსკოპიაზე       
•    პაპ-ტესტი                     
•    მიკოპლაზმა,ურიაპლაზმა
•    მამოლოგის კონსულტაცია                 
•    სარძევე ჯირკვლის ექო   

 

ჰორმონალური პროფილი

• TSH                                      
• FT4               
• FSH                         
• LH                       
• ESTRADIOLE           
• PRL                       
• DHEAS                   
• FREE TESTOSTERONE           
• 17-OH   PROGEGSTERONE                             
• INSULIN                   
• PROGESTERONE

წინასაინვიტრო ანალიზები ქალი
                          
• სისხლის ჯგუფი და რეზუსი              
• ტოქსოპლაზმა M               
• ჰერპეს ვირუსი II ტიპი M           
• ქლამიდია M                   
• ციტომეგალოვირუსი M                                   
• ჰეპატიტის BB                      
• ჰეპატიტის C                   
• შიდსი                                                   
• სიფილისი                                
• TPHA                                                                         
• ღუბელლა Iგ G                                                       
• სისხლის საერთო ანალიზი               
• კოაგულოგრამა

 

ჩვენთან  შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი პროგრამებით და სერვისებით:    

• სუროგატი დედის პროგრამა 
• სუროგატი დედის და კვერცხუჯრედის დონორის პროგრამა 
• ინ-ვიტრო / კვერცხუჯრედის დონორი 
• სუროგატი დედა კრიოპრეზერვირებული ემბრიონებით 
• ორი სუროგატი დედა /კვერცხუჯრედის დონორი (ერთი ორსულობა)
• ორი სუროგატი დედა /კვერცხუჯრედის დონორი (ორი ორსულობა)
• ორი სუროგატი დედა (ერთი ორსულობა)
• ორი სუროგატი დედა(ორი ორსულობა)
• ორი სუროგატი დედა კრიოპრეზერვირებული ემბრიონებით (ერთი ორსულობა)
• ორი სუროგატი დედა კრიოპრეზერვირებული ემბრიონებით (ორი ორსულობა)



დამატებითი მომსახურებები


•    ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრო /აპარტამენტამდე
•    სასტუმროს ან აპარტამენტის ჯავშანი
•    პირადი მძღოლის მომსახურება
•    ავია ბილეთების ჯავშანი
•    ძიძის მომსახურება
•    თარჯიმნის მომსახურება
•    შემეცნებითი ტურების დაგეგმვა