ჩვენი გუნდი

იზი ბუცხრიკიძე

(საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორი)   
 
იზის დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოციალური მეცნიერების ფაკულტეტი. გარდა ამისა, მას მიღებული აქვს “International House”-ს სერთიფიკატები ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში, ასევე გავლილი აქვს სასერთიფიკატო კურსები სოციალური მედიის მართვისა და მარკეტინგის სფეროში.


მას აქვს 10 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებისა და ადმინისტრირების კუთხით. იგი მუშაობდა როგორც კერძო სექტორში, ასევე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის კუთხით.


სუროგაცია/დონაციაში მისი გამოცდილება რამდენიმე წელს მოიცავს და წარმატებით ართმევს თავს უცხოელი პაციენტების კოორდინირებას.


ელ.ფოსტა: info@surrogationagency.com   ტელ:(+995) 558 595 395

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ლელა ოზბეგაშვილი

(ორსული სუროგატების პროგრამების კოორდინატორი)
 
ლელას აქვს მიღებული კლასიკური ტექნიკური განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი მათემატიკის დარგში და ფლობს მაგისტრის დიპლომს. იგი სრულყოფილად ფლობს რუსულ  ენას, რაც განაპირობა როგორც წარმომავლობამ, ასევე რუსულენოვანმა განათლებამ. ასევე ფლობს ინგლისურ ენას, რომელიც მოგვიანებით დახვეწა ოქსფორდის კოლეჯში სწავლისას.
წლების განმავლობაში იგი მუშაობდა როგორც კერძო სექტორში, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში. მისი კომუნიკაბელურობა და გულისხმიერება ყოველთვის განაპირობებდა მის ჩართულობას საზოგადოებასთან ურთიერთობაში სხვადასხვა პოზიციებზე. ასე მაგალითად, უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში იგი მუშაობდა ცესკო-ში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში სპეციალისტად.
შ.პ.ს „აზერინშაატი“-ს საერთაშორისო პროექტში მონაწილეობისას კი მუშაობდა მარკეტინგში და ახდენდა გაყიდვების კოორდინირებასა.
უფრო ადრე მას აქვს 12 წლიანი გამოცდილება სამედიცინო კომპანია „ნუტრიმენტ ჰაუსი“-ს მართვაში, სადაც პირდაპირი მოვალეობების გარდა, რაც გულისხმობდა სამედიცინო პრეპარატების შესყიდვა-დისტრიბუციას, იგი წარმატებით ართმევდა თავს პაციენტების კოორდინირებას ექიმებთან დამისამართების კუთხით.


ელ.ფოსტა: info@surrogationagency.com   ტელ: (+995) 599 190 055


--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

თეა ზაზაშვილი

(ფინანსური მენეჯერი)
 

თეა დაიბადა და ცხობრობს თბილისში. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული და ფლობს მაგისტრის დიპლომს ეკონომიკის დარგში. მოგვიანებით დახვეწა ვიწრო სპეციალიზაცია ბუღალტერიის არგში ESM ბიზნეს სკოლაში.


თეას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ბიუჯეტისა და ფინანსების მართვაში და კარგად ფლობს საბუღალტრო აღრისხვის საერთაშორისო სტანდარტებს. სხვა და სხვა წლებში მისი მომსახურებით სარგებლობდნენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიც არის შ.პ.ს. „აი ეს თელასი“, შ.პ.ს. „ნერგები და ფრესკო დორატო“, შ.პ.ს. „IVF BABIES FROM GEORGIA“    და სხვა.
განსაკუთებულად აღსანიშნავია ამ უნიჭიერესი ქალბატონის  საკუთარი ლიცენზირებული ორისის პროგრამა, რომელსაც წარმატებით იყენებს არა მარტო თავად.


თეა მკვეთრად გამოხატული  გუნდური მოთამაშეა, რომელიც კომპანიის ბირთვს წარმოადგენს.  მის დროულ ფინანსურ ანალიზზე და ზუსტ გადაწყვეტილებზე ხომ დიდწილად არის  დამოკიდებული კომპანიის  წარმატება.                                                                   

ელ.ფოსტა: tekusha-76@mail.ru
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

მარიამ  ნაჩხატაშვილი

(ესპანელი და პორტუგალიელი პაციენტების კოორდინატორი)   
 

დაიბადა თბილისში, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა საზგვარგარეთ, სადაც დაეუფლა უცხო ენებს  და შეისწავლა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანთა კულტურა.  უმაღლესი განათლება მიიღო თბილისში, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, მოდისა და დიზაინის განხრით, თუმცა მისი მრავალმხრივი ინტერესების გამო ამ სფეროთი არ შემოფარგლულა და მოგვიანებით შეისწავლა ბისზნესის ადმინისტრირება, რაც შემდეგ წარმატებით გამოიყენა  საზგვარგარეთ, კერძოდ კი პორტუგალიაში ცხოვრებისას. ბოლო 8 წლის განმავლობაში გატაცებულია ფსიქოლოგიით, რაც  განსაკუთრებით ეხმარება პაციენტებთან სწორ მიდგომაში და ურთიერთობაში.


ტელ: (+995) 558 022 011